ერთი ტიპის წინადადებათა აგებულებისათვის

ავტორები

  • თეა ბურჭულაძე თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

საკვანძო სიტყვები:

წინადადება, აგებულება, შესიტყვება

ანოტაცია

თავისებურებას ქმნის ისეთი კონსტრუქციები, სადაც ორ ზმნას შორის, რომელთაგან მეორე კავშირებით მწკრივშია გამოყენებული, რომ კავშირი გამოტოვებულია და არც მძიმითაა გამოყოფილი: „ჩვენი მხრიდან ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დარჩეს ადეკვატური რეაგირების გარეშე“; „რა შეუძლია გააკეთოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კრიზისის გადასალახავად?“; „გთხოვთ დამნიშნოთ აღნიშნულ თანამდებობაზე“. ისინი რთული ქვეწყობილი წინადადებებია, რომლებშიც კავშირი გამოტოვებულია. მარტივ წინადადებად მიჩნევის შემთხვევაში ისე აღმოჩნდება, რომ ორი ზმნა მოიყრის თავს, რაც არ ახასიათებს მარტივ წინადადებას. ვფიქრობთ, აქ უმთავრესი წინადადების აგებულების დადგენაა. კავშირისა თუ მძიმის დასმა-არდასმა არ წყვეტს / არ ცვლის საკითხს – ესაა ჰიპოტაქსური წინადადებები და მისი სახეობა დადგინდება იმისდა მიხედვით, თუ მთავარი წინადადების რომელ წევრს განსაზღვრავს დამოკიდებული წინადადება. უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ წინადადების სტრუქტურა ნათელი გახდება იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ ფორმებში მძიმეს დავწერთ, რაც თავისთავად გამოკვეთს წინადადების აგებულებას და ამასთან ერთად არ დაირღვევა პუნქტუაციაში მიღებული წესი: რომ კავშირი სადაც გამოტოვებულია, მაგრამ იგულისსხმება, მძიმე დაისმის.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-11

როგორ უნდა ციტირება