ძალმოსილება ქართული ენის ეროვნული თვითმყოფადობისა

ავტორები

  • როინ ჭიკაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ქართული ენა, ერი, თვითმყოფადობა

ანოტაცია

ქართული, როგორც სახელმწიფო ენა, სათავეს იღებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნიდან. ქართული ენა ისტორიულად ეროვნული კონსოლიდაციის მძლავრი ბერკეტი იყო. ენა და ერი იმთავითვე განუყოფელი იყო. საერთოდაც, ადრეულ პერიოდში ქართულმა ენამ იტვირთა საერთო ეროვნული მისია. ქართული ენა ეროვნული ერთიანობის გარანტიაა. ქართულმა სალიტერატურო ენამ უდიდესი როლი შეასრულა ერთიანი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. ცნება „ქართული ენისა“ მოიცავს როგორც საკუთრივ ქართულ ენას, ისე მეგრულ-ჭანურსა და სვანურს, რომელთათვისაც ქართული ფუძე ენაა. აღსანიშნავია, რომ იაკობ გოგგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ეროვნული მუხტის გასაძლიერებლად და სასწავლო-მეთოდური დახმარების მიზნით ინტენსიური ურთიერთობა დაამყარა თელავის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის, ომალოს, ჭერემის და ჩრდილო ოსეთის სკოლებთან. ამასთანავე, გამორჩეულ მნიშვნელობა მიენიჭა პანკისის ხეობის სკოლებთან სასწავლო-მეთოდურ დახმარებას.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-11

როგორ უნდა ციტირება